სასარგებლო რჩევები
ტელეფონის სერვის ცენტრში მიტანამდე
კ: როგორ შემიძლია გადავჭრა ჩემი ტელეფონის ფუნქციონირების საკითხები?
პ: ცადეთ შემდეგი ქმედებები:
•
გამორთეთ ტელეფონი; შემდეგ ამოიღეთ და ჩადეთ ხელახლა კვების ელემენტი.
•
ქარხნული პარამეტრების დაბუნება. შეარჩიეთ მენიუ >
პარამეტრები > ქარხნული
პარამეტრების დაბრუნება კონტაქტებში შენახული სახელები და ნომრები არ არის წაშლილი.
•
განაახლეთ ტელეფონი Nokia Software Updater საშუალებით, თუ ეს შესაძლებელია. იხ.
www.nokia.com/softwareupdate
ან Nokia–ს ადგილობრივი ვებ გვერდი.
Bluetooth
დაკავშირება
კ: რატომ ვერ პოულობს ტელეფონი Bluetooth მოწყობილობას?
პ: შეამოწმეთ რომ:
•
ორივე მოწყობილობას გააქტიურებული აქვს Bluetooth დაკავშირება და თავსებადები არიან.
•
მანძილი ორ მოწყობილობას შორის 10 მეტრს (33 ფუნტი) არ აღემატება. მოწყობილობებს
შორის არ არის კედლები ან სხვა დაბრკოლებები.
•
მეორე მოწყობილობა არ არის ფარულ რეჟიმში.
ზარები
კ: როგორ შევცვალო ზარის მელოდია?
პ: შეარჩიეთ მენიუ >
პარამეტრები > მელოდიები.
კონტაქტები
კ: როგორ დავამატო ახალი კონტაქტი?
პ: პირველი კონტაქტისთვის აირჩიეთ მენიუ >
კონტაქტები > სახელები > დამატება.
კ: როგორ დავამატო დამატებითი ინფორმაცია კონტაქტს?
პ: იპოვეთ საჭირო კონტაქტი და შეარჩიეთ დეტალები > ოფციები >
დეტალების დამატება.
მენიუები
კ: როგორ შევცვალო მენიუების გაფორმება?
პ: მენიუს გაფორმების შეცვლისთვის შეარჩიეთ მენიუ > ოფცია >
მთავარი მენიუს გაფორმება.
კ: როგორ მოვაწყო მენიუ ჩემი გემოვნებით?
პ: მენიუს გადალაგებისთვის შეარჩიეთ მენიუ > ოფცია >
დალაგება. გადაახვიეთ მენიუს სასურველ
ელემენტამდე და შეარჩიეთ გადასვლა. გადაახვიეთ საჩირო ადგილამდე და შეარჩიეთ OK.
ზ ო გ ა დ ი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
8
მიმოწერა
კ: როგორ მოვაწყო ელ. ფოსტა?
პ: ტელეფონში ელ. ფოსტის ფუნქციის გამოყენებისთვის თქვენ გჭირდებათ შესაბამისი ელ.
ფოსტის სისტემა. შეამოწმეთ ელ.ფოსტის კონფიგურაციის პარამეტრები თქვენი ელ.ფოსტის
სერვისის მომწოდებელთან.
PC
დაკავშირება
კ: რატომ მაქვს პრობლემები ტელეფონის და PC დაკავშირებისას?
პ: დარწმუნდით რომ Nokia PC Suite დაინსტოლირებულია თქვენს PC–ზე. იხ. Nokia PC Suite
მომხმარებლის სახელმძღვანელო Nokia PC Suite გამოყენებისთვის. ასევე, იხ. დახმარების გვერდი
www.nokia.com.
სწრაფი ღილაკები
კ: ჩემს ტელეფონს აქვს სწრაფი ღილაკების რაიმე ფუნქცია?
პ: თქვენს ტელეფონს მრავალი სწრაფი ღილაკი აქვს:
•
დარეკილი ან შემოსული ნომრების სანახავად დააჭირეთ დარეკვის ღილაკს ერთხელ. საჭირო
ნომერზე ან სახელზე გადახვევისთვის დააჭირეთ დარეკვის ღილაკს.
•
ვებ ბრაუზერის გახსნისთვის ხანგრძლივად დააჭირეთ 0.
•
თქვენი ხმოვანი წერილების ყუთთან დასაკავშირებლად ხანგრძლივად დააჭირეთ ღილაკს 1.
•
გამოიყენეთ გადახვევის ღილაკი როგორც სწრაფი ღილაკი. იხ. “ჩემი სწრაფი კლავიშები”, 31 პ.
•
ჩუმი პროფილის ისევ ნორმალური პროფილით შესაცვლელად ხანგრძლივად დააჭირეთ #.
■