Nokia 3610 fold - ქსელის მომსახურებები

background image

ქსელის მომსახურებები

ტელეფონის გამოსაყენებლად უნდა ისარგებლოთ მობილურის სერვისის პროვაიდერის

მომსახურებით. ასეთი მომსახურებების უმეტესობას სჭირდება ქსელის სპეციალური

მახასიათებლები. ეს მახასიათებლები შეიძლება არ ჰქონდეს ყველა ქსელს; სხვა ქსელში ჩასართავად

შეიძლება დაგჭირდეთ სპეციალური შეთანხმების მიღწევა თქვენი სერვისის პროვაიდერთან, სანამ

შეძლებდეთ ქსელის მომსახურების გამოყენებას. თქვენი მომსახურების პროვაიდერი მოგცემთ

ინსტრუქციას და აგიხსნით, თუ რა ფასები შეგეხებათ. ზოგიერთ ქსელს შეიძლება ჰქონდეს

შეზღუდვები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს მიერ ქსელის გამოყენების ფორმაზე.

მაგალითად, ზოგიერთ ქსელს შეიძლება არ ჰქონდეს ენობრივი ელემენტები და მომსახურებები.
თქვენი სერვისის პროვაიდერმა შეიძლება მოგთხოვოთ, რომ ზოგიერთი ფუნქცია გამორთოთ

ან არ ჩართოთ თქვენს ტელეფონში. ამ შემთხვევაში, ეს ფუნქციები არ გამოჩნდება თქვენი

ტელეფონის მენიუში. თქვენს ტელეფონს შეიძლება ასევე ჰქონდეს სპეციალური კონფიგურაცია,

როგორიცაა განსხვავებული მენიუს სახელწოდებები, მენიუს თანმიმდევრობები და პიქტოგრამები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს.
ამ მოწყობილობას აქვს WAP 2.0 პროტოკოლების (HTTP და SSL) მხარდაჭერა, რომლებიც თავსებადია

TCP/IP

პროტოკოლებთან. ტელეფონის ზოგიერთი ფუნქცია, როგორიცაა მულტიმედია მიმოწერა

(MMS)

, ბრაუზინგი, ელ–ფოსტის პროგრამები, პირდაპირი მიმოწერა, ხაზზე მყოფი კონტაქტების

გაუჯობესებული საშუალებები, დაშორებული სინქრონზაცია, და ბრაუზერის ან MMS საშუალებით

ჩამოტვირთვები, მოითხოვს ამ ტექნოლოგიების მხარდაჭერას ქსელის მომწოდებლის მხრიდან.