Nokia 3610 fold - ციფრული უფლებების მენეჯმენტი

background image

ციფრული უფლებების მენეჯმენტი

შინაარსის მეპატრონეს შეუძლია გამოიყენოს ციფრული უფლებების მენეჯმენტის (DRM)

სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალება, რათა დაიცვას თავისი ინტელექტუალური საკუთრება,

საავტორო უფლების ჩათვლით. ეს მოწყობილობა იყენებს სხვადასხვა ტიპის DRM პროგრამულ

უზრუნველყოფას, რომ მიიღოს DRM-ით დაცული ელემენტები. ამ მოწყობილობით შეგიძლიათ

მიწვდეთ WMDRM 10 დაცულ მასალებს. თუ რომელიმე DRM პროგრამა ვერ განახორციელებს

მასალის დაცვას, მასალის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს რომ ასეთი DRM პროგრამის თვისება,

მიწვდეს ახალ DRM-დაცულ მასალას, გაუქმებულ იქნას. გაუქმებამ შეიძლება ასევე ხელი

შეუშალოს ასეთი DRM-დაცული მასალების განახლებას თქვენს მოწყობილობაზე. ასეთი DRM

პროგრამის გაუქმება გავლენას არ იქონიებს სხვა ტიპის DRM-ით დაცული, ან DRM-ით დაუცველი

ელემენტების გამოყენებაზე.
ციფრული უფლებების მენეჯმენტით (DRM) დაცულ ელემენტს აქვს გააქტიურების კოდი, რაც

განსაზღვრავს თქვენს უფლებას ამ ელემენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენს მოწყობილობას გააჩნია OMA DRM-დაცული მასალა, აქტივაციის კოდის და შინაარსის

სარეზერვო ასლების გაკეთებისთვის გამოიყენეთ Nokia PC Suite სარეზერვოს გაკეთების თვისება.

გადატანის სხვა მეთოდებით შეიძლება არ გადავიდეს აქტივაციის კოდი, რომლის აღდგენაც

დაგჭირდებათ ელემენტთან ერთად, რათა შეძლოთ OMA DRM-ით დაცული შინაარსის გამოყენება

მას შემდეგ, რაც დააფორმატებთ მოწყობილობის მეხსიერებას. აქტივაციის კოდების აღდგენა

შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაგჭირდეთ, თუ თქვენს მოწყობილობაში ფაილები დაზიანდება.
თუ მოწყობილობაში გაქვთ WMDRM-ით დაცული ელემენტი, მეხსიერების დაფორმატების

შემთხვევაში დაკარგავთ როგორც აქტივაციის კოდს, ასევე ელემენტს. აქტივაციის კოდები და

ელემენტები ასევე შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაკარგოთ, თუ თქვენს მოწყობილობაში ფაილები

დაზიანდება. აქტივაციის კოდების ან ელემენტების დაკარგვით შეიძლება ვეღარ შეძლოთ

თქვენს მოწყობილობაში მყოფი იმავე ელემენტების შეუზღუდავად გამოყენება. დამატებითი

ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენი სერვისის პროვაიდერს.

1.