Nokia 3610 fold - წვდომის კოდები

background image

წვდომის კოდები

რომ მოაწყოთ ტელეფონის მიერ წვდომის კოდების გამოყენება შეარჩიეთ მენიუ >

პარამეტრები >

უსაფრთხოება.

კლავიატურის დაბლოკვა (კლავიატურის დაცვა) იცავს

შემთხვევით ღილაკზე დაჭერისგან:

1. კლავიატურის დაბლოკვისთვის გახსენით

ტელეფონი და შეარჩიეთ მენიუ > * 3.5

წამის განმავლობაში.

2. კლავიატურის დაბლოკვის მოხსნისთვის

გახსენით ტელეფონი და შეარჩიეთ

მენიუ > * 1,5 წამის განმავლობაში.

როდესაც კლავიატურა დაბლოკილია, ზარზე

საპასუხოდ დააჭირეთ დარეკვის ღილაკს. როდესაც

ზარს დაასრულებთ ან უარყოფთ, კლავიატურა

ავტომატურად დაიბლოკება.

ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ მენიუ >

პარამეტრები >

ტელეფონი > კლავიატურის ავტომატური დაცვა ან

კლავიატურის უსაფრთხოების დაცვა > ჩართული

ან

გამორთული. თუ კლავიატურის უსაფრთხოების

დაცვა ჩართულია. შეიტანეთ უსაფრთხოების კოდი როცა მოგეთხოვებათ.

უსაფრთხოების კოდი (5–10 ციფრი) ტელეფონს იცავს უნებართვო გამოყენებისგან. შეგიძლიათ

შექმნათ ან შეცვალოთ უსაფრთხოების კოდი; და ჩართოთ ან გამორთოთ ეს პარამეტრი. თუ

ტელეფონი დაბლოკილია და კოდი დაგავიწყდათ, ტელეფონს დაჭირდება მომსახურება,

შესაძლებელია დამატებით საფასურად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით

Nokia

Care ცენტრს ან ადგილობრივ დილერს.

PIN კოდი, რომელიც ახლავს SIM ბარათს, მას იცავს უნებართვო გამოყენებისგან.

PIN2 კოდი, რომელიც ახლავს ზოგიერთ SIM ბარათს, საჭიროა გარკვეული მომსახურებების

მისაღებად.

PUK და PUK2 კოდები შეიძლება მოწოდებულ იქნას SIM ბარათთან ერთად. თუ PIN ან PIN2 კოდს

ზედიზედ სამჯერ შეიყვანთ შეცდომით, სისტემა მოგთხოვთ PUK ან PUK2 კოდს. თუ ისინი არ

გაქვთ, დაუკავშირდით თქვენი სერვისის პროვაიდერს.

დაბლოკვის პაროლი (4 ციფრი) საჭიროა ტელეფონიდან დარეკილი და შემომავალი ზარების

დასაბლოკად.

უსაფრთხოების მოდულის პარამეტრების ნახვის ან შეცვლისთვის, თუ დაინსტოლირებულია,

შეარჩიეთ მენიუ >

პარამეტრები > უსაფრთხოება > უსაფრთხოების მოდულის პარამეტრები.