Nokia 3610 fold - 16. ინფორმაცია კვების ელემენტისა და დამტენის შესახებ

background image

ინფორმაცია კვების ელემენტისა და

დამტენის შესახებ

თქვენი მოწყობილობა აღჭურვილია დასატენი კვების ელემენტით. ამ მოწყობილობისთვის

გამოიყენება BL-5C კვების ელემენტი. ეს მოწყობილობა განკუთვნილია გამოყენებისათვის მაშინ,

როდესაც ენერგია მიეწოდება შემდეგი დამტენებით: AC-3U, AC-4U, ან AC-5U. ელემენტის ასობით

დატენვა და დაცლა შეიძლება, მაგრამ იგი საბოლოოდ გაიცვითება. ელემენტი გამოცვალეთ,

როდესაც ლაპარაკისა და მოცდის დროები მნიშვნელოვნად შემცირდება ნორმალურთან

შედარებით. მოცემული აპარატის გათვალისწინებით, გამოიყენეთ მხოლოდ Nokia-ს მიერ

ნებადართული ელემენტები და დატენეთ ისინი მხოლოდ Nokia-ს მიერ ნებადართული

დამტენებით. გაუთვალისწინებელი კვების ელემენტის ან დამტენის გამოყენებამ შეიძლება

გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება, გაჟონვა ან სხვა საშიშროება.
თუ გამოცვლილი კვების ელემენტი პირველად გამოიყენება, ან თუ მას არ იყენებდნენ დიდი

ხნის განმავლობაში, ელემენტის დატენვის დასაწყებად შეიძლება საჭირო გახდეს მისი მიერთება

დამტენთან, შემდეგ გამორთვა და თავიდან მიერთება. თუ ელემენტი ბოლომდე დაიცალა,

შეიძლება რამდენიმე წუთი გავიდეს სანამ ეკრანზე გამოჩნდება დატენვის ინდიკატორი, ან სანამ

შეძლებთ ზარის განხორციელებას.
კვების ელემენტების ამოღებამდე ყოველთვის გათიშეთ მოწყობილობა და გამორთეთ იგი კვების

ქსელიდან.
დამტენი და აპარატი გამორთეთ ელექტრული კვების ქსელიდან, როდესაც არ იყენებთ. ბოლომდე

დატენილი ელემენტი არ დატოვოთ ელექტროქსელში ჩართული, რადგან შეიძლება ამან

დააჩქაროს ელემენტის ცვეთა. თუ გამოუყენებლად დატოვებთ, ბოლომდე დატენილი ელემენტი

თანდათანობით დაიცლება.
ყოველთვის შეეცადეთ ელემენტის გარემო ტემპერატურა არ გასცდეს 15 °C-დან 25 °C-მდე ფარგლებს.

კრიტიკული ტემპერატურები ამცირებს კვების ელემენტის ეფექტურ მუშაობას და სიცოცხლის

ხანგძლივობას. მოწყობილობამ ცხელი ან ცივი კვების ელემენტით შეიძლება დროებით არ

იმუშაოს. ელემენტის მუშაობა განსაკუთრებით იზღუდება გაყინვის ტემპერატურაზე ქვემოთ.
არ მოახდინოთ ელემენტის მოკლე ჩართვა. შეიძლება შემთხვევით მოხდეს მოკლე ჩართვა,

თუ ლითონის საგანი, მაგალითად, მონეტა, სამაგრი, ან კალმისტარი ერთდროულად შეეხება

ელემენტის დადებით (+) და უარყოფით (-) ბოლოს. (ეს გამოიყურება, როგორც ლითონის ზოლი

ელემენტზე.) მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც სათადარიგო ელემენტი გიდევთ ჯიბეში

ან ჩანთაში. ბოლოების მოკლე შეერთებამ შეიძლება დააზიანოს ელემენტი ან შემაერთებელი საგანი.
არ დაწვათ ელემენტები ცეცხლში, რადგან შეიძლება აფეთქდეს. ელემენტი ასევე შეიძლება

აფეთქდეს, თუ იგი დაზიანებულია. ელემენტები გადაყარეთ ადგილობრივი წესების შესაბამისად.

გთხოვთ, მეორადი გამოყენება მისცეთ, თუ ეს შესაძლებელია. არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო

ნარჩენებთან ერთად.

background image

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა კ ვ ე ბ ი ს ე ლ ე მ ე ნ ტ ი ს ა დ ა დ ა მ ტ ე ნ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ

51

არ დაშალოთ, ამოჭრათ, გახსნათ, დაამტვრიოთ, მოღუნოთ, დაბრიცოთ, გახვრიტოთ ცალკეული

ნაწილები ან კვების ელემენტი. თუ ელემენტი გაჟონავს, შეეცადეთ არ მოგხვდეთ სითხე კანზე ან

თვალში. ელემენტის გაჟონვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიბანეთ კანი და თვალები წყლით,

ან მიმართეთ ექიმს.
არ შეცვალოთ, არ გადაამუშაოთ, არ ჩასვათ უცხო ობიექტები კვების ელემენტში, არ ჩადოთ ან

დაასველოთ წყალში ან სხვა სითხეში.
კვების ელემენტის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება ან სხვა

საშიშროება. თუ მოწყობილობა ან კვების ელემენტი დავარდა, განსაკუთრებით მყარ ზედაპირზე

და ფიქრობთ რომ დაზიანდა, წაიღეთ სერვის-ცენტრში შესამოწმებლად, სანამ მას კვლავ

გამოიყენებდეთ.
ელემენტი გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ. არასდროს გამოიყენოთ დაზიანებული

დამტენი ან ელემენტი. შეინახეთ ისინი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

Nokia-

ს კვების ელემენტის იდენტიფიცირების

სახელმძღვანელო მითითებები