Nokia 3610 fold - დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ 

background image

დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების

შესახებ

მცირეწლოვანი ბავშვები

მოწყობილობას და მის დანამატებს შეიძლება ჰქონდეს მცირე ზომის ნაწილები. შეინახეთ ისინი

მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მუშაობის პირობები

ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს რადიოსიხშირის მიმართ მოთხოვნებს, როდესაც მისი გამოყენება

ხდება ნორმალურ პოზიციაში, ყურზე მიდებით, ან როდესაც იმყოფება სხეულიდან მინიმუმ

2.2

სანტიმეტრის (7/8 ინჩის) მანძილზე. როდესაც ჩანთაში დებთ, ქამარზე იმაგრებთ, ან ბუდეს

იყენებთ აპარატის სხეულთან ახლოს სატარებლად, იგი არ უნდა შეიცავდეს მეტალს და აპარატი

თქვენგან დაშორებული უნდა იყოს ზემოთ ნახსენები დისტანციით.
მონაცემთა ფაილების ან წერილების გადასაცემად მოწყობილობას სჭირდება მაღალი ხარისხის

კავშირი ქსელთან. ზოგ შემთხვევაში, მონაცემთა ფაილების ან წერილების გადაგზავნა შეიძლება

გადაიდოს, სანამ არ იქნება შესაძლებელი ამგვარი კავშირის განხორციელება. დარწმუნდით, რომ

დაცულია ზემოთ მოცემული დისტანცია, სანამ არ დასრულდება ინფორმაციის გადაცემის პროცესი.

სამედიცინო აპარატურა

ნებისმიერი რადიოგადამცემი მოწყობილობის მუშაობამ, უკაბელო ტელეფონების ჩათვლით,

შეიძლება ხელი შეუშალოს არაადექვატურად დაცული სამედიცინო აპარატურის მუშაობას.

დაეკითხეთ ექიმს ან სამედიცინო აპარატის მწარმოებელს და გაარკვიეთ, არის თუ არა იგი

ადექვატურად დაცული გარეშე რადიოსიხშირული ენერგიის ზემოქმედებისაგან, ან დაუსვით

თქვენთვის საინტერესო კითხვები. გამორთეთ მოწყობილობა სამედიცინო აღჭურვილობასთან,

როდესაც ასეთ ადგილებში გამოკრულია შესაბამისი განცხადება. საავადმყოფოებში ან სამედიცინო

პუნქტებში შეიძლება გამოყენებული იყოს აპარატურა, რომელიც მგრძნობიარეა გარეშე

რადიოსიხშირული ენერგიის მიმართ.

background image

დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ

5

იმპლანტირებული სამედიცინო მოწყობილობები

სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლები გირჩევენ, რომ მინიმალური მანძილი უნდა

იყოს 15.3 სანტიმეტრი (6 დუიმი) უკაბელო მოწყობილობასა და იმპლანტირებულ სამედიცინო

მოწყობილობას შორის, ისეთის, როგორიცაა კარდიოსტიმულატორიანი დეფრიბილატორი,

სამედიცინო მოწყობილობის მუშაობის შეფერხების გამორიცხვის მიზნით. პირები, რომლებსაც

აქვთ ასეთი მოწყობილობები, ვალდებულნი არიან:

მოათავსონ უკაბელო მოწყობილობა სამედიცინო მოწყობილობისაგან 15,3 სანტიმეტრით

(6

დუიმი) დაშორებით, როდესაც უკაბელო მოწყობილობა ჩართულია.

არ უნდა ჩაიდოთ უკაბელო აპარატი გულის ჯიბეში.

უკაბელო აპარატი ყურზე უნდა მიიდოთ სამედიცინო მოწყობილობის საწინააღმდეგო მხარეს,

რათა მინიმუმამდე დავიდეს ტალღების გადაფარვის შესაძლებლობა.

დაუყოვნებლად გამორთეთ უკაბელო მოწყობილობა, თუ რაიმე მიზეზით ეჭვობთ, რომ

ადგილი აქვს ტალღების გადაფარვას.

წაიკითხეთ და დაიცავით იმპლანტირებული სამედიცინო მოწყობილობის შესახებ მისი

მწარმოებლის მითითებები.

თუ გაქვთ კითხვები უკაბელო მოწყობილობის სამედიცინო მოწყობილობასთან ერთად

გამოყენებასთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის მიაკითხეთ თქვენს ექიმს.

ყურთსასმენი აპარატები

ზოგიერთ ციფრულ უკაბელო მოწყობილობას შეუძლია იმოქმედოს ზოგიერთი ყურთსასმენი

აპარატის მუშაობაზე. თუ ადგილი აქვს ამგვარ ზემოქმედებას, კონსულტაციისათვის მიაკითხეთ

თქვენი მომსახურების პროვაიდერს.

ტრანსპორტი

სატრანსპორტო საშუალებებში რადიოსიხშირულმა სიგნალებმა შეიძლება იმოქმედოს არასწორედ

დამონტაჟებულ ან არაადექვატურად დაცულ ელექტროსისტემებზე, როგორიცაა ძრავაში საწვავის

შეფრქვევის ელექტრონული სისტემები, მოცურების საწინააღმდეგო (ბლოკირების საწინააღმდეგო)

სამუხრუჭე ელექტრონული სისტემები, სიჩქარის კონტროლოს ელექტრონული სისტემები და

საჰაერო ბალიშების სისტემები. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენი სატრანსპორტო

საშუალების ან ნებისმიერი დამატებითი აღჭურვილობის მწარმოებელს, ან მის წარმომადგენელს.
მხოლოდ კვალიფიცირებული პერსონალი უნდა მოემსახუროს მოწყობილობას, ან დაამონტაჟოს

მოწყობილობა სატრანსპორტო საშუალებაში. არასწორი დამონტაჟებით ან მომსახურებით

შეიძლება შეიქმნას საფრთხე და გაუქმდეს მოწყობილობასთან დაკავშირებული რაიმე გარანტია.

ყოველთვის შეამოწმეთ, რომ თქვენი უკაბელო მოწყობილობის აღჭურვილობა თქვენს მანქანაში

თავის ადგილზეა და გამართულად მუშაობს. არ შეინახოთ ან ატაროთ აალებადი სითხეები,

გაზები, ან ასაფეთქებელი მასალები იმავე განყოფილებაში, სადაც გიდევთ აპარატი, მისი

ნაწილები ან დამატებები. საჰაერო ბალიშებით აღჭურვილი მანქანების შემთხვევაში გახსოვდეთ,

რომ საჰაერო ბალიშები დიდი სიმძლავრით იბერება. არ მოათავსოთ საგნები, მათ შორის,

დამონტაჟებული თუ პორტატული უკაბელო მოწყობილობა საჰაერო ბალიშის ზემოთ, ან საჰაერო

ბალიშის გაშლის ზონაში. ტრანსპორტის შიგნით მოსათავსებელი უკაბელო აღჭურვილობის

არასწორედ დამონტაჟებისა და საჰაერო ბალიშის გაბერვის შემთხვევაში მოსალოდნელია

სერიოზული დაზიანება.
აკრძალულია მოწყობილობის გამოყენება თვითმფრინავში ფრენის დროს. გამორთეთ აპარატი

თვითმფრინავში ჩაჯდომამდე. უკაბელო ტელემოწყობილობის გამოყენებამ საჰაერო ხომალდში

შეიძლება ხელი შეუშალოს თვითმფრინავის მართვას, დააზიანოს უკაბელო სატელეფონო ქსელი

და ჩაითვალოს უკანონო ქმედებად.

background image

დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ

55

აფეთქების პოტენციური გარემოებები

გამორთეთ აპარატი, როდესაც პოტენციურად აფეთქებად ატმოსფეროში იმყოფებით და

დაემორჩილეთ ყველა ნიშანსა და ინსტრუქციას. პოტენციურად აფეთქებად ატმოსფეროში შედის

ის ადგილები, სადაც ჩვეულებრივ გირჩევენ გამორთოთ მანქანის ძრავა. ამგვარ ადგილებში

ნაპერწკალმა შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, რასაც შეიძლება მოჰყვეს სხეულის დაზიანება

და სიკვდილიც კი. გამორთეთ მოწყობილობა ბენზინგასამართ სადგურებში, გაზის დამტენ

მომსახურე პუნქტებთან ახლოს. დაიცავით აკრძალვები რადიომოწყობილობის გამოყენებასთან

დაკავშირებით საწვავის საწყობებში, შემნახველ და გამანაწილებელ ზონებში; ქიმიურ

საწარმოებში; ან იქ, სადაც მიმდინარეობს ასაფეთქებელი სამუშაოები. პოტენციურად აფეთქებადი

ატმოსფეროს მქონე ზონები ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ნათლად არის აღნიშნული. ასეთი

ადგილებია: გემბანი, ქიმიური ნივთიერებების სატრანსპორტო და საცავი ფართობები, სადაც

ჰაერი შეიცავს ქიმიკატებს ან ისეთ ნაწილაკებს, როგორიცაა გრანულები, მტვერი ან ლითონის

ფხვნილები. უნდა გადაამოწმოთ ავტომობილების მწარმოებლებთან, რომლებიც საწვავად იყენებენ

თხევად აირს (პროპანს ან ბუტანს), შეიძლება თუ არა მოწყობილობის გამოყენება უსაფრთხოდ

ასეთი ავტომობილების ახლოს.

გადაუდებელი ზარები

მნიშვნელოვანია: ეს მოწყობილობა მუშაობისთვის იყენებს რადიოსიგნალებს,

უკაბელო ქსელებს, საკაბელო ქსელებს და მომხმარებლის მიერ დაპროგრამებულ

ფუნქციებს. თუ თქვენს მოწყობილობას აქვს ხმოვანი ზარების მხარდაჭერა ინტერნეტის

გამოყენებით (ინტერნეტ-ზარები), გაააქტიურეთ ინტერნეტ-ზარებიც და ფიჭური

ტელეფონიც. მოწყობილობა შეეცდება განახორციელოს გადაუდებელი ზარი ორივე

ქსელის გამოყენებით, ორივე მათგანის გააქტიურების შემთხვევაში. დაკავშირება

ნებისმიერ შემთხვევაში არ არის გარანტირებული. ძალზე მნიშვნელოვან სიტუაციებში,

მაგალითად, როგორიცაა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება,

არასოდეს უნდა იყოთ მხოლოდ რომელიმე უკაბელო მოწყობილობის იმედზე.

გადაუდებელი ზარის განსახორციელებლად:

1.

თუ მოწყობილობა გამორთულია, ჩართეთ იგი. შეამოწმეთ შესაბამისი სიგნალის სიძლიერე.

თქვენი მოწყობილობიდან გამომდინარე, უნდა შეასრულოთ შემდეგი:

ჩადეთ SIM-ბარათი, თუ თქვენი მოწყობილობა იყენებს მას.

მოხსენით ზარის შესაბამისი შეზღუდვები, რომლებიც გააქტიურებული გაქვთ

მოწყობილობაში.

ოფლაინისა და ფრენის რეჟიმიდან გადადით აქტიურ პროფილზე.

2.

გამორთვის ღილაკს იმდენჯერ დააჭირეთ, რამდენიც საჭიროა, სანამ ეკრანზე ყველაფერი არ

გაქრება და აპარატი მზად არ იქნება ზარებისთვის.

3.

შეიყვანეთ იმ ადგილის შესაბამისი ოფიციალური გადაუდებელი ზარის ნომერი, სადაც

იმყოფებით. გადაუდებელი ზარის ნომრები იცვლება ადგილმდებარეობის მიხედვით.

4.

დააჭირეთ ზარის გაშვების ღილაკს.

გადაუდებელი ზარის დროს რაც შეიძლება ზუსტად მიაწოდეთ ყველა შესაძლო მნიშვნელოვანი

ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე თქვენი უკაბელო მოწყობილობა შეიძლება კავშირის დამყარების

ერთადერთი საშუალება აღმოჩნდეს. არ დაასრულოთ ზარი, სანამ ამის ნებართვას არ მიიღებთ.

background image

დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ

56

ინფორმაცია სერთიფიკატის შესახებ (SAR)

ეს მობილური მოწყობილობა აკმაყოფილებს რადიოტალღებისათვის გათვალისწინებულ

სახელმძღვანელო პრინციპებს.
თქვენი მობილური აპარატი გზავნის და უშვებს რადიოტალღებს. იგი ისეა დაპროექტებული,

რომ არ აჭარბებს საერთარიშო ნორმებით გათვალისწინებული რადიოტალღების დასაშვებ

ნორმებს. წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშავა დამოუკიდებელმა სამეცნიერო

ორგანიზაციამ ICNIRP და მასში მითითებულია უსაფრთხოების ნორმები, რათა უზრუნველყოფილი

იყოს ყველა ადამიანის დაცვა, განურჩევლად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
მობილური მოწყობილობებისთვის მოცემულ სახელმძღვანელო პრინციპებში გამოყენებულია

საზომი ერთეული, რომელიც ცნობილია როგორც შთანთქმის კუთრი კოეფიციენტი, ან SAR.

SAR-

ის დასაშვები ზღვრული მნიშვნელობა, ICNIRP სახელმძღვანელოს მიხედვით, შეადგენს

2

,0 ვატს/კილოგრამზე (ვატი/კგ), საშუალოდ 10 გრამ ქსოვილზე მეტი წონებისთვის. SAR-ის

დასადგენი ტესტები ჩატარდა სტანდარტულ სამუშაო რეჟიმში, როდესაც მოწყობილობის

გადაცემის სიმძლავრე დასაშვები ნორმის მაქსიმუმს შეადგენდა ყველა ტესტირებულ

რადიოსიხშირულ უბანში. მომუშავე აპარატის SAR-ის ფაქტობრივი დონე შეიძლება იყოს

მაქსიმალურ მნიშვნელობაზე ნაკლები, რადგან მოწყობილობა შექმნილია მხოლოდ ისეთი

სიმძლავრის გამოსაყენებლად, რაც საჭიროა ქსელში ჩასართავად. ეს სიდიდე იზრდება მთელი

რიგი ფაქტორების მიხედვით, მაგალითად, ქსელის საბაზო სადგურთან სიახლოვის შესაბამისად.

SAR

სიდიდის უდიდესი მნიშვნელობა, ICNIRP სახელმძღვანელოს მიხედვით, აპარატის ყურზე

მიდებით გამოყენების შემთხვევაში არის 0,95 ვატი/კგ.
მოწყობილობის აქსესუარების და დამატებების გამოყენების დროს შეიძლება შეიცვალოს

SAR-

ს მნიშვნელობა. SAR-ს მნიშვნელობა ვარირებს ქვეყანაში დადგენილი და შემოწმებული

მოთხოვნებისა და ქსელის რადიოსიხშირული ჯგუფის შესაბამისად. SAR-ის შესახებ დამატებითი

ინფორმაციისთვის იხილეთ პროდუქტის მონაცემები შემდეგ მისამართზე: www.nokia.com.

background image

57

B

Bluetooth

32, 49

E

EGPRS

33

F

Flash

წერილები 23

G

GPRS

33

M

MMS.

იხ. მულტიმედიური წერილები. 22

P

PC

Suite 49

PictBridge

35

S

SAR

55

ანტენა 13

აუდიო წერილები 23

აქტიური ლოდინი 17, 30

ბრაუზერი 46

გალერეა 38

გარნიტურა. იხ. დინამიკი. 20

დავალებების სია 43

დარეკვა

ლოდინი 19

ოფციები 20

პარამეტრები 35

ჟურნალი 29

ღილაკი 14

დასასრული

ზარი 18

დასრულების ღილაკი 14

დინამიკი 20

ეკვალაიზერი 41

ეკრანი 16

ენის არჩევა 36

ზარები 18, 19

ზარის მელოდიები 30

ზარის რეგისტრაცია. იხ. ზარების ჟურნალი.

თამაშები 44

თემები 30

ინდიკატორები 17

ინტერნეტი 45

კალენდარი 42

კალკულატორი 43

კამერა

ეფექტები 39

პარამეტრები 39

ფილტრი 39

კვების ელემენტი 12

კლავიატურის განბლოკვა 10

კლავიატურის დაბლოკვა 10

კლავიატურის დაბლოკვა 10

კლავიატურის დაცვა 10

კოდები 10

კონტაქტები 27, 28, 29

კონფიგურაცია 36

პარამეტრების დაყენების სერვისი 10

მაღვიძარა 42

მელოდიები 30

მესინჯერი 24

მინი-ეკრანი 31

მომხმარებელთა მომსახურება 11