Nokia 3610 fold - Nokia-ს კვების ელემენტის იდენტიფიცირების სახელმძღვანელო მითითებები

background image

უსაფრთხოების მიზნით, ყოველთვის გამოიყენეთ Nokia-ს ორიგინალური ელემენტები.

იმის შესამოწმებლად, რომ ნამდვილად Nokia-ს კვების ელემენტს იყენებთ, შეიძინეთ იგი

ავტორიზირებულ დილერთან და შეამოწმეთ ჰოლოგრამული იარლიყი შემდეგი ნაბიჯების

გამოყენებით.
ამ ნაბიჯების წარმატებით გავლა ჯერ კიდევ ბოლომდე არ ადასტურებს ელემენტის ნამდვილობას.

თუ რაიმე მიზეზით ეჭვი გეპარებათ ელემენტის ნამდვილობაში, იმაში რომ იგი მართლაც Nokia-ს

ორიგინალური პროდუქტია, არ გამოიყენოთ იგი და წაიღეთ Nokia-ს უახლოეს ოფიციალური

მომსახურების პუნქტში ან სააგენტოში, სადაც გაგიწევენ დახმარებას. Nokia-ს ოფიციალური

მომსახურების პუნქტში ან სააგენტოში შეამოწმებენ ელემენტის წარმოშობას. თუ ნამდვილობა არ

დადასტურდება, დააბრუნეთ ელემენტი იქ, სადაც შეიძინეთ.

საიდენტიფიკაციო ჰოლოგრამა

1.

როდესაც ეტიკეტზე გამოსახულ ჰოლოგრამას უყურებთ, ერთი

კუთხიდან უნდა ჩანდეს Nokia-ს სიმბოლო ერთმანეთისაკენ

გაწვდილი ხელებით, ხოლო მეორე კუთხიდან კი - Nokia Original

Enhancements

ორიგინალური ელემენტების ლოგოტიპი.

2.

როდესაც ჰოლოგრამას ხრით მარცხნივ, მარჯვნივ, ქვემოთ

და ზემოთ, თითოეულ მხარეს უნდა გამოჩნდეს 1, 2, 3 და

4

წერტილი, შესაბამისად.

background image

52

იცით რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ თქვენი ელემენტი არ აღმოჩნდა ორიგინალური წარმოშობის?

თუ ვერ დაადასტურებთ, რომ Nokia-ს კვების ელემენტი იარლიყზე ჰოლოგრამული გამოსახულებით

არ არის Nokia-ს ნამდვილი ელემენტი, გთხოვთ არ გამოიყენოთ იგი. წაიღეთ იგი Nokia-ს უახლოეს

ოფიციალურ მომსახურების პუნქტში ან სააგენტოში, სადაც დაგეხმარებიან. მწარმოებლის

მიერ დაწუნებული კვების ელემენტის გამოყენება შეიძლება საშიში აღმოჩნდეს და გამოიწვიოს

მოწყობილობისა და მისი დამატებების მუშაობის გაუარესება და დაზიანება. ეს ასევე შეიძლება

გახდეს მოწყობილობისათვის გაცემული ნებისმიერი ნებართვისა თუ გარანტიის შეწყვეტის საბაბი.
Nokia-

ს კვების ელემენტების ნამდვილობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ

საიტს: www.nokia.com/battery.